2. შენ შოკოლადის გემო გაქვს – ტკბილი და მსუყე, ოდნავ მომწარო შავი შოკოლადის გემო. მისი გასინჯვა მხოლოდ სიმარტოვეშია შესაძლებელი, როდესაც ყურს არ სწვდება არც ერთი გამაღიზიანებელი ბგერა. ასეთი დრო ჩვენთვის გვიანი ღამეა, თუნდაც ქალაქში. ზაფხულის ღამე, როდესაც ღია ფანჯრიდან პერიოდულად ჩავლილი მანქანის ხმა აღწევს ოთახში, და როდესაც ჰაერი მძიმეა. ამ დროს, სუნთქვაც მძიმეა და მხოლოდ ორი სხეულია დარჩენილი მარტო სახლში, მარტო ერთ დიდ ან მცირე საწოლ ოთახში.
3. შენი გემოა შოკოლადი, რომელიც სიცხეში დნება. ბლანტი მასა, რომელიც ყველაზე გემრიელია მაშინ, როდესაც ვლოკავ. თავიდან, პირველი შეხებისას ის თბილია, მაგრამ ამავე დროს უფრო მშრალი და მაგარი. თუმცა, ის უკვე მზადაა დნობა დაიწყოს, მხოლოდ ენის შეხებასღა ელოდება. ენა. ჩემი ენა ეხება შენს სირბილეს და სითბოს. შეხებამდე ისუნთქავს შენს არომატს და ემზადება. თავდაპირველად, შეხება ნაზი და ფრთხილია. ეს უფრო გემოს გასინჯვას გავს, რომელიც ყოველთვის რამდენიმე წამი გრძელდება, რადგან რთულია გაუძლო ცდუნებას, რთულია შეეწინააღმდეგო... და შემდეგ, შენი გემოა ცხელი შოკოლადი – სქელი თხევადი სიამოვნება.
4. რამხელა ფუფუნებაა ვიყოთ ერთად, ჩვენს ინტიმურ სივრცეში, მარტოობაში, ერთ ოთახში ჩაკეტილი ორი არსება. კედლები გვიცავენ მე და შენ, და მზეს და მთვარიან ცას ჩვენ ვუყვარვართ. გარედან, ქუჩიდან, დედამიწიდან, არ ჩანს თუ რა ხდება ამ ფანჯრებს უკან, ამ ფარდებს უკან, ამ კედლებში. აქ ჩვენი სიყვარული უსაფრთხო და თამამია. აქ ვიკვლევთ ერთმანეთის სხეულებს – მინდვრებს, მთებს, მდინარეებს და ბილიკებს. აქ ჩვენი ყვავილები მზეს ეფიცხება და ხარობს და როცა თოვს ჩვენი სიყვარული არ იძინებს ზამთრის სიცივეში; როცა თოვს, ჩვენი სიყვარული კანს იცვლის და თავიდან იბადება ამ ოთახის სანდო სიმყუდროვეში.
5. შენ პურის გემო გქავს – ოდნავ მარილიანი, ნოყიერი და ძალიან მშობლიური. შენი სუნი ახლადგამომცხვარი პურის სუნია – მზის შუქზე თეთრ ზეწრებში ზაფხულის ცხელ შუადღეს შენ მანათებ და მათრობ, მადას აღმიძრავ. გარშემო ყველაფერი რძის და ქარვისფერია. შენი სუნი ცხელი პურის ოხშივარია, რომელიც ოთახს მძაფრი სურნელით ავსებს და მინდა სასწრაფოდ, იქვე, იმ წამსვე დავნაყრდე შენით. როცა შენ ჩემს წინ იხსნები, მე ვხედავ ხორბლის ყანებს ზაფხულის ხვატში, როდესაც ჰაერში სიცხეა ორთქლივით დაგუბებული, სქელი, რხევადი, მაგრამ გამჭვირვალე... და შემდეგ მე ვგრძნობ შენს გემოს – მლაშეს და მხურვალეს და ვეღარ ვჩერდები.
6. 24 საათი – შენ ხან პური ხარ, ხან შოკოლადი. ჩემთვის ორივე საყვარელი, ორივე საჭირო, მნიშვნელოვანი და უფრო მეტი. შენ იმაზე მეტი ხარ ვიდრე გამოვთქვამ. მე მინდიხარ შენ ბევრი და ულევი და სულ.
7. ღამით, მე და შენ მისტიური მცენარეები ვართ, რომლებიც ვსაზდოობთ ერთმანეთით და ერთმანეთის წყალს ვსვამთ. ჩვენ ორი გრძელი ღერო ვართ, რომელიც ერთმანეთში იხლართება, ინასკვება, თავისუფლდება, ისევ იხლართება და იზრდება. ღოცა ჩვენ ერთმანეთს ვესიყვარულებით, ჩვენი სხეულების სიღრმიდან მწვანე ნათება ამოდის და ოთახს ეფინება. როცა ერთად ვართ, ოთახში ჩნდებიან ცხოველები და ქვეწარმავლები, იზრდებიან მცენარეები და ისმის წყაროს ხმა. როცა ჩვენ გვძინავს, ჰაერში წვიმის სუნი დგას და როცა ვიღვიძებთ, მზე ამოდის ან მზე ჩადის და ჭრიჭინები იწყებენ სიმღერას. გრძნეულებივით, ღამ-ღამობით ჩვენ ვმართავთ ბუნებას.
8. ფანჯრიდან შემოდის მზე და იქვე გვერდით აივანზე შენ დგახარ, ჩაით ხელში. მინდა გამოვიდე და ვანახო მეზობლებს, რომ ჩვენ ერთად ვართ. მინდა გავანგრიო ეს ოთხი კედელი, რომელიც გვიცავს და გვთრგუნავს და ვაჩვენო გამვლელებს, რომ ჩვენ ერთად ვართ. მინდა გამოვიდე და ვუთხრა ყველას, ვინც არ იცის და ვინც ვერ ხედავს, რომ ჩვენ ერთად ვართ და დიახ, მე და შენ ყველს და პურს სულ არ ვგავართ, მაგრამ მაინც ვართ ერთად. მინდა ავუჯანყდე კანონს და გონს და ვამცნო ყველას, ვინც ბრმაა და ყრუ, რომ შენ მზე ხარ, და, რომ მეც მზე ვარ.

17 comments:
როგორც იქნა :)
მაგარია :) ვისიამოვნე.
ნეტა გოგო ვიყო :D ამას მართლა ვფიქრობ ზოგჯერ. საქმე იმაშია, რომ გოგოს, რომელიც მიყვარს, ქალები ხიბლავს :) თუმცა არ ვიცი ზუსტად, შეიძლება ბი–ა...
დიდხანს იყო დაშორებული თავის გელფრენდთან მაგრამ ახლა მგონი ერთად არიან ისევ...
ვფიქრობ ახლა ნეტა რას აკეთებენ ერთად და თან მტკივა და თან თითქოს ვეგუები და მიხარია თუ ბედნიერია...
ვგრძნობ რომ ეგ რაღაც სხვა გრძნობაა და მე ვერასოდეს მივცემდი მას იმას, რასაც ის აძლევს. თუმცა ახლოს ვართ და ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ, და ვიცი როგორ მაფასებს როგორც მეგობარს და ადამიანს,
მე ვერ ვიქნები მისი "ანგელოზი" :D
რაც ის შემიყვარდა ძაან დავინტერესდი ლესბი/ბი ქალებით. სულაც არ მეჩვენება 2 ქალის სიყვარული არაბუნებრივად, პირიქით, თითქოს რაღაც უფრო მგრძნობიარე, ნაზი და ძლიერია.
მადლობა პოსტისთვის, ასე გაარგძელე, წავიკითხავ ხოლმე ინტერესით ;)
somebody:
ძალიან დიდი მადლობა კომენტარისთვის. ჩემი აზრით, ძალიან 'კეთილშობილურია' შენი დამოკიდებულება საყვარელი ადამიანის მიმართ. მიხარია, რომ შენნაირი ადამიანები არსებობენ - ოღონდ, მარტო იმიტომ არა, რომ 'გაუგე' ორიენტაციის ამბავში, არამედ ასევე იმიტომ, რომ ზოგადად მისი ბედნიერება შეგიძლია გიხაროდეს და არ გაბოროტებდეს. :)
რაც შეეხება ქალებს შორის სიყვარულს, ალბათ ის არც უფრო ძლიერი და არც უფრო სუსტია - ასეთი განზოგადება უსაფუძვლოა. ალბათ კონკრეტულ ინდივიდუალურ შემთხვევებზე და პიროვნებებზეა დამოკიდებული. :)
იმედია კიდევ გნახავ ამ ბლოგზე.
:)
Xtravaganza - ხო ცხადია, სიყვარული სიყვარულია გინდა 2 ქალს და გინდ ტარაკანას და ციყვს შორის, უბრალოდ ჩემი ინდვიდუალური დამოკიდებულებაა ახლა მასეთი.
კეთილშობილებას რაც შეეხება – სიმართლე რო ვთქვა მიხაროდა როცა დაშორებული იყო იმასთან, რაღაც იმედი მქონდა. ჯერ თავო და თავო და მერე სხვაო :D :\
კი, შემოვივლი ხოლმე ;)
somebody:
პირადად ჩემთვის გასაგებია შენი დამოკიდებულება. :) ჰოდა, იასნო გიხაროდა დაშორებულები რო ივნენ და იასნო გინდა, რომ შენთან ერთად იყოს. ეს ბუნებრივზე ბუნებრივია. :)
good luck! :)
მადლოფ ;)
ტაკ ძერჟაწ! მთელი ოჯახით გიყურებთ დანიიდან და გვიყვარხართ!
hahahah! :))
პური და შოკოლადი მაღაზიაა ჩემს ქუჩაზე. უუუფფფფ......
ეხლა სულ სხვა განწყობით შევალ ხოლმე და სულ სხვანაირად მეფიქრება რომ ჩავუვლი.
the night is young
hahaa zaanac kai! chveulebriv produktis magaziashic xo sheizleba iyos rame seksualuri! :))
kargi xar :)
Dzalian msimovnebs am yvelapris cakitxva, Extravaganza... :))) Bevri qali yopiliyos shensavit sayvareli da ase magrad qalze sheyvarebuli.
Мариам,.. погладь меня, моя милая. Мне так тоскливо и одиноко сейчас! Дотронься до меня, чтобы я почувствовала, что ты рядом, нежная и внимательная. Проведи своей рукой по моим плечам, коснись моего лица, позволь поцеловать твою женственную руку, дай ощутить тебя, твоё присутствие и ласку, удостовериться, что ты здесь, рядом, что ты на самом деле есть, что я тебя не придумала...
momkla aman :(((((
uh rogoria?! damburgzla!
Post a Comment