I
ღამე ბედნიერი დავბრუნდი სახლში, გული ამოვარდნაზე მქონდა. ფრიდრიხსჰაინიდან ძალიან შორს ვცხოვრობ, ამიტომ დაახლოებით 45 წუთი გავატარე მეტროში. მთელი ეს დრო ბედნიერებისგან თავბრუ მეხვეოდა. საწოლში დავწექი თუ არა გამახსენდა, რომ წინა დღეებში ქალაქში ჩემზე მოწყენილი და მარტოსული ადამიანი არავინ მეგულებოდა. გამეღიმა.
II
აპრილის დასაწყისი იყო. არდადეგები დაიწყო თუ არა საერთო საცხოვრებელი დაცარიელდა. ჩემი სამეგობროდან ერთადერთი ვიყავი, ვინც ქალაქში დარჩა. თუმცა, თავიდან არ შევუწუხებივარ ამ ფაქტს – ჩემს განკარგულებაში იყო მთელი ქალაქი თავისი პარკებით, კაფეებით, გალერეებითა და თეატრებით. თვის პროგრამით და წიგნებით შეიარაღებული თავს მშვიდად ვგრძნობდი. ბედად, ამინდიც მშვენიერი იყო.
ორი კვირის შემდეგ მარტოობამ შემაწუხა. შეიძლება ზედიზედ ორ-სამ დღეს ისე ჩაევლო, რომ ერთი სიტყვაც არ მეთქვა. დილით ადრე ვიღვიძებდი, ქუჩის ბოლოს პატარა საფუნთუშეში ვსაუზმობდი და შემდეგ იწყებოდა ჩემი მსვლელობა პარკიდან კაფეში, კაფედან გალერეაში, გალერეიდან თურქულ ან ჩინურ რესტორანში და იქიდან ისევ კაფეში. ქალაქის ყველა უბანი მოვიარე და ყველა მათგანში გავსინჯე დონერ ქებაბი და თურქული ჩაი; აღმოვაჩინე, რომ თეატრი არც თუ ისე მოსაწყენი გამოგონება ყოფილა და რაც მთავარია, ყველაზე მოკლე საველოსიპედო გზა ვიპოვე ჩემი სახლიდან ცენტრამდე. ფხიზელი და სავსე დღეები იყო. ცოტა სევდიანი.
ერთხელაც გადავწყვიტე, რომ არდადეგების ბოლო 5 დღეს მიუნჰენში გავატარებდი. ცვლილება მჭირდებოდა. წასვლამდე კიდევ რამდენიმე დღე რჩებოდა და ბუნებრივია, თავი რამით უნდა გამერთო. ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია, როცა ინტერნეტში ფართის შესახებ ინფორმაციას გადავაწყდი: “მხოლოდ ქალებისთვის – შიგნიდან არაფერი და ქვევიდან ცარიელი”. გაჭირვებით გადავთარგმნე გერმანული სათაური. საკმაოდ დამაინტრიგებლად ჟღერდა.
III
ფართი ფრიდრიხსჰაინში უნდა ყოფილიყო, ჩემს საყვარელ უბანში. ისეთი აღელვებული ვიყავი, რომ რამდენიმე საათით ადრე გავედი სახლიდან. ჯინსი და მწვანე მაისური მეცვა, თან შავი პატარა ფეხსაცმელები. ველოსიპედი განგებ არ წავიღე, გული მიგრძნობდა, რომ დავთრებოდი. დღეს მაინც დავთვრებოდი, როგორც იქნა.
ბევრი ბოდიალის შემდეგ დაღამდა. ფრიდრიხსჰაინში ერთი პატარა ტაილანდური რესტორანი ვიცი, მსოფლიოში ყველაზე იაფი და გემრიელი, სადაც მილიონი სახის პასტას ამზადებენ ყველანაირი სოუსით. იქ თითქმის 2 საათი ვიყურყუტე – სპეციალურად გავწელე ჭამის პროცესი. ბოლოს იმ ბარისკენ გავეშურე, სადაც დამაინტრიგებელი ფართი უნდა ყოფილიყო. თუმცა, ბარი ვერ ვიპოვე – ბარის ნაცვლად მშვიდი პატარა ეზო დამხვდა საცხოვრებელი კორპუსებით გარშემორტყმული. ერთ-ერთი შენობის პირველი სართული გაჩახჩახებული იყო. უცებ შემრცხვა უცხო ხალხში რომ უნდა გამეტარებინა მთელი საღამო.
ყურებამდე წითელი ვიყავი კარი რომ გამიღეს – წითელი ლოყებით, ფითქინა თეთრი მკლავებითა და უქუსლო ფეხსაცმელებით პატარა ბავშვს ვგავდი. მაკიაჟიც კი არ მქონდა. არადა სულ ტყუილად.. ქალი, რომელმაც კარი გამიღო, სრულიად ფანტასტიურად გამოიყურებოდა – შავ ვიწრო შარვალზე შავი მაღალქუსლიანი ჩექმები ჰქონდა ამოცმული, ტანზე თეთრი აბრეშუმის პერანგი ეცვა, მოკლე ქერა თმა კი ვერცხლისფრად უბრწყინავდა. ალბათ რამე ესვა თავზე. ასე 40 წლის იქნებოდა, ძალიან ეშხიანი.
შიგნით ცოტა ხალხი იყო, ბუნებრივია მხოლოდ ქალები. სამაგიეროდ დასათვალიერებელი იყო ბევრი. ვერცხლისთმიანმა მასპინძელმა, რომელსაც ლაურა ერქვა, ამიხსნა, რომ სუვენირების ყიდვა შემეძლო და ვაგინის ფორმის ბალიშებზე მიმითითა. თითქმის არ მესმოდა მისი სიტყვები, მაგრამ მომერიდა მეკითხა ინგლისური თუ იცოდა. ძალიან დაბნეული ვიყავი და მეშინოდა მარტო დარჩენის, ამიტომ ყურადღებით ვუყურებდი ლაურას შეღებილ თვალებში და თავსაც ვუქნევდი, ის კი დამატარებდა აქეთ-იქით და ხან ვაგინის ფორმის ბალიშებს მაჩვენებდა და ხან ვაგინის ფორმის ჭაღებს. რბილი ვაგინა-სუვენირები ყვავილებს გავდა. როცა რეალური ვაგინის პოსტერები დავინახე კედლებზე, მივხვდი, რომ არ ვცდებოდი. როგორც ჩანს, ლაურას და მის მეგობრებს ძალიან უყვარდათ ვაგინები. ყველა მიღიმოდა და ხელს მართმევდა – ზრდილობიანი გერმანელები, ალბათ ძალიან უნდოდათ ერთი ვაგინა-ბალიში მაინც მეყიდა.
IV
არატიპიური ფართი იყო, ალცოჰოლიც კი ვერსად ვიპოვე. ადრე თუ გვიან ლაურა მიხვდა, რომ გერმანული თითქმის არ მესმოდა და სხვა სტუმრებით დაკავდა. ალკოჰოლის ძებნაში კიდევ ბევრი ვაგინის ფორმის სუვენირი ვიპოვე. ბინა კარგად იყო განათებული, ჩანს, გოგოები არაფერს მალავდნენ. ამ შუქზე კარგად ჩანდა ჭრელი ძაფებით მოქარგული გამჭვირვალე ბამბის ფარდები, მძივებით მორთული კედლები და სავარძლები, ჭრელი ნაჭრებისგან შეკერილი ვაგინები და ფუმფულა კრემისფერი ლეიბები.
ერთ-ერთ ასეთ ლეიბზე გოგოების ჯგუფი იყო წამოწოლილი, რაღაც წიგნს ათვალიერებდნენ. ლაურას დაჟინებული თხოვნით მათთან მივედი და თავისუფალ ადგილას წამოვწექი. გამიღიმეს, გამეცნენ და გააგრძელეს გერმანულად საუბარი. ოთხი გოგო იყო, მათგან ერთ-ერთს ეტყობოდა, რომ უცხოელი იყო და ჩემს მსგავსად არ ესმოდა გერმანული. გრძელი შავი თმა ჰქონდა და სამხრეთელებისთვის დამახასიათებელი ხორბლისფერი კანი. ნელ-ნელა და გულმოდგინედ უზელდა ზურგს გვერდით წამოწოლილ ახალგაზრდა მსუქან ქალს, რომელიც წიგნს მიშტერებოდა. ერთ-ერთი ქალი ხმამაღლა და ვნებით კითხულობდა წიგნს, სხვები კი გატრუნულები უსმენდნენ.
გაკვირვებული ვიყავი, ასეთ ჩუმ ფართიზე ცხოვრბაში არ ვყოფილვარ. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკა ჩართეს და ხალხიც მოემატა, ბინა ისევ გაკაშკაშებული იყო და ქალები ისევ წყნარად საუბრობდნენ. ალკოჰოლის ბოთლები ისევ არ ჩანდა. სამაგიეროდ გამოჩნდნენ საინტერესოდ ჩაცმული ქალები, ლაურასაც უკვე გამოეცვალა. მაშინღა მივხვდი ფართის სათაურის მნიშვნელობას: ლაურას შავი ვიწრო შარვლის ნაცვლად ახლა შავი ვიწრო საცვლები ეცვა. სხვა ქალებიც საცვლებში იყვნენ, ზოგს ქალის სექსუალური ტანგა ეცვა, უფრო მეტს კი კაცის საცვლის სტილის ბიკინი. სხვები მოკლე ან გრძელი კაბებით იყვნენ, ან კაცის შარვლებით, მაგრამ სავარაუდოდ შიგნით საცვლები არ ეცვათ. საინტერესო სანახაობა იყო. ბოთლები კი ისევ არ ჩანდა.
აქეთ-იქით ყურებაში თაფლისფერ თვალებს შევეფეთე. კეთილი და სანდომიანი თვალები იყო, გავუღიმე. მათი პატრონი ჩემს მარჯვნივ იწვა წიგნის მკითხველთა ‘კლუბში’. მოკლე ღია ყავისფერი კულულები ჰქონდა. ფერმკრთალ კანზე და აპრეხილ ცხვირზე ეტყობოდა, რომ გერმანელი იყო. ნადია ერქვა და ჩემი არ იყოს ჯინსებითა და მაისურით მოსულიყო. ისიც დაბნეული ჩანდა. ცოტა უცნაურად გამოვიყურებოდით ნახევრად შიშველი ეშხიანი ქალების ფონზე. გამეხარდა, რომ თანამოაზრე ვიპოვე. შვებით ამოვისუნთქე.
V
შუაღამისთვის უკვე მთვრალი და მოხიბლული ვიყავი. ნადიამ ოთხი ბოთლი ლუდი მოიტანა და იქიდან სამი მე დავლიე. გერმანულად ვლაპარაკობდით, ჩანს ალკოჰოლმა თავისი ქნა. ‘მკითხველთა კლუბში’ უკვე აღარავინ კითხულობდა, წიგნი აღარც კი ჩანდა. ჩემი მარცხენა მეზობლები – შავგვრემანი უცხოელი და მსუქანი გერმანელი ერთმანეთს უქვე აქტიურად ეფერებოდნენ, და არა მარტო ზურგზე. მსუქანი ზურგზე იწვა და ხვნეშოდა, უცხოელს კი ტანსაცმელი გაეხადა და შიშველი სხეულზე ეხახუნებოდა. ქალი, რომელიც მანამდე წიგნის ნაწყვეტებს გვიკითხავდა მსუქანს კისერში კოცნიდა და ცალი ხელით უცხოელს ეფერებოდა. ლამაზი სანახაობა იყო. გარშემო ყველგან იგივე ხდებოდა რაც ‘წიგნის კლუბში’ – ქალები ჯფუფ-ჯგუფად განაწილებულიყვნენ ლეიბებზე, ხალიჩებსა და ტახტებზე და ერთმანეთს ესიყვარულებოდნენ. ერთი წყვილი მაგიდაზეც კი ამძვრალიყო. ლაურას დანახვა მინდოდა, მაგრამ შიშველ სხეულებს შორის მისი ვერცხლისფერი თავი ვერსად ვიპოვე.
აქეთ-იქით ყურებაში ისევ თაფლისფერ თვალებს შევეფეთე. კეთილი და ჩემნაირად დაბნეული თვალები იყო. გული ამიჩუყდა და გავუღიმე. ნადიამ მითხრა “du guckst so schön” და პირდაპირ ტუჩებში მაკოცა. ნადიას კარგი გემო ჰქონდა, ლუდის. მომეწონა მისი რბილი ტუჩები და მეც ვაკოცე. ნელ-ნელა ვკოცნიდით ერთმანეთს, ძალიან ნაზად და მგრძნობიარედ. სიამოვნებისგან ჟრუანტელმა დამიარა, ასეთ კოცნას ნაჩვევი არ ვიყავი. უცნაური და სასიამოვნო გრძნობა იყო ახალგაპარსულ კანს ან წვერს რომ არ ვეხებოდი. ცოტა ხანს ამაზე ვიფიქრე, მერე კი კოცნა შევწყვიტე და ნადიას ვთხოვე აეხსნა თუ რას ნიშნავდა “du guckst so schön”. პასუხის ნაცვლად მან ისევ ვნებიანად მაკოცა და მერე ისევ და ისევ და ისევ და მერე როცა კისერში მაკოცა, თვალები თავისით დამეხუჭა და დიდი ხანი ვეღარ გავახილე.
ცოტა ხანში მუსიკის ხმა მიწყდა და აღარც მსუქანი გერმანელი ქალის ხვნეშა მესმოდა. ნადია სახეზე მეფერებოდა რბილი თითებით და მკოცნიდა პირზე და ლოყებზე, კისერზე და მკერდზე. ნადიას ენა რბილი იყო და ხაოიანი, ლუდის გემო კი უკვე დიდი ხანია აღარ იგრძნობოდა. ნადიას გემო და ჩემი გემო ერთი გახდა. როცა ცოტა აზრზე მოვედი, მივხვდი, რომ მეც მინდოდა მისი სხეულის შეგრძნება და ამიტომ, ერთი ხელი მაისურის ქვეშ შევუცურე და ზურგზე მივეფრე. ცხელი და რბილი კანი ჰქონდა – თითქოს ვიცოდი, რომ ასეც იქნებოდა. მეორე ხელით ლიფი გავუხსენი და მკერდზე შევეხე. მისი თბილი მკერდი მკვრივი, სავსე და ძალიან მგრძნობიარე იყო. ნადიამ კიდევ უფრო მაგრად მიმიხუტა. მივხვდი, რომ სრულიად მოვიხიბლე.
VI
იმ საღამოს, მოგვიანებით, ისევ ვერცხლისფერი ლაურა გამახსენდა. გამეღიმა – უკვე სრულიად ვიზიარებდი მისი და მისი მეგობრების აღფრთოვანებას ვაგინების მიმართ. მე და ნადია ფართიდან ერთად გამოვედით. უკვე ის დრო იყო, როცა მეტროს მუშაობა უნდა განეახლებინა. ნადია ველოსიპედით იყო, მაგრამ მეტრომდე მაინც გამაცილა. გზაში ციოდა და ვამთქნარებდით. ვთქვით, რომ კარგი ღამე იყო. სახლში ბედნიერი დავბრუნდი, გული ამოვარდნაზე მქონდა. საწოლში დავწექი თუ არა გადავწყვიტე, რომ მიუნჰენში აღარაფერი მესაქმებოდა..
Monday, May 25, 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)

11 comments:
მსგავს ”გაუგებრობაში” :P აღმოჩენაზე ნამდვილად არ ვიტყოდი უარს :D
"ალკოჰოლის ძებნაში კიდევ ბევრი ვაგინის ფორმის სუვენირი ვიპოვე"
ნეიფგა სე... გაუგებრობა :D
ერთი მეც უნდა დავწერო კონცერტზე მიმავალი როგორ აღმოვჩნდი ადგილობრივ ლესბი კლუბში
ნიიინ, :))) მოიცა და სად გაჩითე ლესბი კლუბი, იერუშალაიმში ? :D
ნათია, ავატარზე გიცან : )))
დიახაც რომ იერუშალაიმში... კონცერტზე დასასწრები ფლაიერი შემაჩეჩეს სადღაც ხელში და საღამოს დასწრება გადავწყვიტე, ჰოდა კონცერტამდე თურმე შესავალი ყოფილა ადგილობრივი ლესბი კლუბის შეკრება. ჯგუფხელი კინაღამ შემიყვარდა :love:
ეეე სად არ ვიყავი :D
jgufxeli momecona! :))
kee, msxals ena uchris :D
kargia :) "me"-shi cavikitxe da momecona... carmatebebi :)
Post a Comment